პსჟ მზადაა კვარაცხელიაში 80 მილიონი გადაიხადოს

0
50

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport პსჟ-ს მიერ „ნაპოლისთვის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზებული პირობები გაამხილა.
La Gazzetta dello Sport-ისნ ინფორმაციით, ფრანგული გრანდი მზადაა იტალიურ კლუბს 80 მილიონი გადაუხადოს და გარდა ამისა, „ნაპოლიში“ იჯარით საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი გაუშვა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი