თბილისის „იბერიამ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო, ხოლო საკუთარ მოედანზე – პირველი. მე-14 ტურში თბილისელებმა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოგ პორტუგალიელი რუი მოტას გაწვრთნილ გორის „დილას“ უმასპინძლეს და დამარცხდნენ. ამ წაგების გამო გიორგი მიქაძის გუნდმა სატურნირო ცხრილსი პირველი ადგილი დაკარგა. ცნობისთვის, „დილამ“ „იბერია“ პირველ წრეშიც დაამარცხა, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს გორში დაუპრიისპირდნენ.
მატჩის მე-13 წუთზე ნიდერლანდელმა მცველმა დერეკ აგიაკვამ თავის მოედანზე მალელი აბუბაქარ კონტე წააქცია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების მერე, პენალტი დანიშნა. გორელთა საუკეთესო ბომბარდირმა ნიდერლანდელმა ტაიერლ ვაუტერმა ზუსტად დაარტყა – 0:1. მე-20 წუთზე დაახლოებით 26-27 მეტრიდან ზურაბ რუხაძემ ძლიერი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა – 0:2.
35-ე წუთზე კონტემ კარის მიმართულებით დაარტყა და აგიაკვამ ბურთზე ხელით ითამაშა, რის გამო, არბიტრმა მასპინძლების კარში მეორე თერთმეტმეტრიანი დადო. ამჯერად, დარტყმა ნიკა გაგნიძემ ითავა და ლაზარე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ვაუტერმა ზუსტად დაამატა – 0:3. 58-ე წუთზე „იბერიამ“ კუთხური ჩააწოდა და ნიდერლანდელ მცველ კიგონ ლაიდსმანს ბურთი ხელზე შეეხო, ხოლო ხერხაძემ პენალტი ამჯერად სტუმრად კარში დანიშნა. შოთა ნონიკაშვილმა თავისი შანსი გამოიყენა – 1:3. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს შოთა შეყილაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და მას ემრე რაც სისწრაფეში ნიგერიელ აგბალაკას აჯობა, საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:4.
„დილამ“ 31 ქულა დააგროვა და მინიმუმ მომდევნო ტურამდე პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება, „იბერია“ კი 29 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითდა.
იბერია 1999 1:4 დილა
ლაშა თაბაგარი





