ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. წავიდა კაცი, რომელმაც 1978 წელს “ალბისელესტეს” პირველად მოაპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. “ელ ფლაკოს” (“აწოწილი”) თავკაცობით გუნდი ლამაზ და შემტევს ფეხბურთს თამაშობდა. მენოტი არგენტინის ნაკრებს 1974-83 წლებში თავკაცობდა.
2019-2023 წლებში მენოტი არგენტინის ნაკრების დირექტორიც იყო და კატარში 2022 წლის ტრიუმფის აქტიური მონაწილეც გახლდათ.





