ჭანტურიშვილმა ჩეხეთში მეოთხე გოლი მიითვალა

0
36

ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. „იაბლონეცმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გამოდის „კარვინა“ მიიღო და 3:2 დაამარცხა. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის მერე, ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:1. 30 წლის ფეხბურთელი „იაბლონეცში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 31 შეხვედრიდან 28 სასტარტოში ითამაშა. ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „იაბლონეცი“  ქვედა ექვსეულში 33 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი