ყაზაიშვილის ფრე სტუმრად, ალთუნაშვილის მოგება

0
32

„შანდუნი“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, ჩინეთის სუპერლიგის მე-10 ტურში სტუმრად „ქინგდაოს“ გატანილი გოლების გარეშე გაეყარა – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ყაზაიშვილის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ 74-ე წუთზე ბრაზილიელმა ქრიზანმა პენალტი ვერ გამოიყენა. „შანდუნი“ 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„ვოლფსბერგერი“, რომლის ღირსებას სანდრო ალთუნაშვილი იცავს, ავსტრიის ბუნდესლიგაში სტუმრად „ალტახს“ 1:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ბუნდელიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „ვოლფსბერგერი“ 25 ქულით ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი