დანიელე დე როსი: „საპასუხო მატჩში გმირობა უნდა ჩავიდინოთ“

0
65

ევროპა ლიგის ნახევარფინლში შინ პირველი მატჩის „ბაიერთან“ 0:2 წაგების შემდეგ, „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ლევერკუზენელთა სიძლიერე საკუთარ თავზე გამოსცადა.
„ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ თუ რამდენად ძლიერები არიან ლევერკუზენელები. პირველ ტაიმში იმ სტილში ვითამაშეთ, რომელიც საჭირო იყო – მათი კონტრშეტევბი აუცილებლად უნდა გაგვენეიტრალებინა. ზოგჯერ წვრილმანები გადამწყვეტია. თავად გოლი ვერ გავიტანეთ, ხოლო როდესაც ასეთი გუნდი დაწინაურდება, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. კარგად გვესმის, რომ საპასუხო შეხვედრაში გმირობა უნდა ჩავიდინოთ, რადგან გახვიდე მოედანზე და 2:0 დაამარცხო გუნდი, რომელსაც ამ სეზონში არ წაუგია, ურთულესი ამოცანაა. ჩვენ უფრო მეტი უნდა შევუტიოთ და იმის მსგავსი თამაში ვაჩვენოთ, როგორიც პირველ ტაიმში გქვონდა. შესაძლოა, მეტოქე გავტეხოთ და მაშინ ყველაფერი შეიცვლება. პირველი თამაშის მსგავსად აუცილებლად ბოლომდე ვითამაშებთ“ – იუწყება დე როსის ნათქვამს იტალიური მედია.
ლაშა თაბაგარი