„მანჩესტერ იუნაიტედს“ მომავალ სეზონშიც ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის. გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბის ახალი მეპატრონეებს მიაჩნიათ, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს არ ჰქონდა შესაბამისი პირობები, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გარდა ამისა, ისინი ფინანსურ ასპექტსაც ითვალისწინებენ, რადგან მწვრთნელის გაშვება და მისი შემცვლელის მოძებნა დამატებითი ფინანსური ხარჯია.
ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად 2022 წლის ივლისიდან მუშაობს. 53 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისურმა გუნდმა ყველა ტურნირში 109 მატჩი ჩაატარა – 65 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 29 წააგო.
ამჟამად, „მანჩესტერ იუნატედს“ 54 ქულა აქვს და პრემიერლიგაში მე-6 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 13 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
