ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად „რომასთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ჭკვიანური და მოწიფული ფეხბურთი აჩვენა.
„სერიოზული და ფრთხილი მატჩი იყო. ჩვენ ჭკვიანური და მოწიფული ფეხბურთი ვაჩვენეთ. მეტოქეს მომენტები ჰქონდა, მაგრამ უპირატესობამ მეტი თავდაჯერება შეგვმატა როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე თამაშის დროს. მით უმეტეს, წინ სწრაფი მოთამაშეები გვყავდა.
მეორე ტაიმში არცერთი გოლი გაგვიშვია – ვიცოდით, რომ თუ ფრთხილად და თავდაჯერებული ვიმოქმედებდით, მაშინ შანსი გვექნებოდა. გუნდმა სწორი კომპრომისი იპოვა.
ისინი როდესაც გაიხსნენ, ჩვენ კარგად გადავადგილდებოდით. საკმაოდ ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა, ხოლო მოთამაშეების თავდადება და დისციპლინა ფანტასტიკური იყო. თუმცა, წინ კიდევ ერთი თამაშია.
ამ სათამაშო სისტემას ადრეც ვიყენებდით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა ამპლუაში თამაში შეუძლიათ. ის რაც ჩვენ გვინდა თამაშზე და გუნდის შემადგენლობაზეა დამოკიდებული – განვლილ მატჩში სათამაშო გეგმა ნათელი იყო და ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ. მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ საგოლე მომენტები მეტოქესაც ჰქონდა. შესაძლოა, შედეგი ცოტა სხვაგვარიც ყოფილიყო, მაგრამ ის სამართლიანია. მოთამაშეების მოტივირება რთული არ იყო“- იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს გერმანული მედია.
ლაშა თაბაგარი





