მახვილაძე “ტორპედოში” იმუშავებს

0
55

მიხეილ მახვილაძე, რომელსაც ფეხბურთელბოს დროს ქუთაისის “ტორპედოში” არაერთი სეზონი გაუტარებია, გუნდში შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელის სტივ კინის თანაშემწედ დაბრუნდა. ამის შესახებ “ტორპედოს” პრესსამსახური იუწყება:
“მიხეილ მახვილაძე ტორპედოში დაბრუნდა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.  “მცირე პაუზა მქონდა, მაგრამ ალბათ მშობლიურ კლუბში დაბრუნების შანსს ველოდი. ბედნიერი და მადლიერი ვარ აქ დაბრუნებით. 2 მაისს გასამართი შეხვედრა არ არის რიგითი კალენდარული მატჩი. ამ დღეს ქუთაისობაა – უნდა მოვიგოთ. ეს სჭირდება თავად გუნდს და ეს სჭირდება ქალაქს!”.
მახვილაძე “ტორპედოსთან” ერთად სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კი საქართველოს თასს დაეუფლა. 45 წლის მახვილაძე კარიერის დასრულების შემდეგ, 2017-2018 წლებში მარტვილის “მერანის” მთავარი მწვრთნელი იყო.
ლაშა თაბაგარი