სოლომონ კვერკველიამ საუდის არაბეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 29-ე ტურში „ალ ახდუდმა“ „ახბა“ მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მე-40 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში საუდის არაბეთის პირველობაზე 29-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო. „ალ ახდუდი“ 27 ქულით 18 გუნდში მე-15 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერშიფის 45-ე ტურში „უოტფორდმა“ „სანდერლენდი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. მასპინძლების განაცხადში ზედიზედ მეორე თამაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე არ იყო, რომელიც ტრავმირებულია. „უოტფორდი“ 56 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





