ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „ჟენისმა“ ზედიზედ მეორე ტურია არ წააგო. მე-5 ტურში შინ სამი ქულის აღების შემდეგ, „ჟენისი“ გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ „ტობოლს“ გასვლაზე შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. სტუმრებში შეუცველალდ ითამაშეს ქართველმა ლეგიონერმა – მცველმა ზურაბ თევზაძემ და ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა. ამ უკანასკნელმა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ჟენისი“ 7 ქულით 14 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში „ვოლფსბერგერმა“ შინ „ ბლაუ-ვაისთან“ 0:2 წააგო. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა 46-ე წუთიდან ითამაშა.
იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში „სპეცია“ „ბრეშას“ ეწვია და გუნდები უგოლო გრეზე გაიყარნენ. ქართველი მცველი ივა გელაშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სპეცია“ 37 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
უკრაინის ჩემპიონატის ლიდერმა დონეცკის „შახტარმა“ 26-ე ტურში სტუმრად „ჩერკასის“ 3:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების მცველები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სტუმართა განაცხადში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ.
ლაშა თაბაგარი
