ქართული ფეხბურთის პროფკავშირი დაფუძნდა

0
61

სასტუმო “ჰოლიდეი ინში” ქართული ფეხბურთის პროფკავიშირის პრეზენტაცია შედგა. პროფკავშირის ქართულ ფეხბურთში მოღვაწე 28 პირმა დააფუძნა. დღეს, პროფკავშირის დამფუძნებბელთა ნაწილმა დარბაზში შეკრებილ ქართულ ფეხბურთში დასაქმებულ ადამიანებს და მედიას თავისი ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები გააცნეს.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „ქართული ფეხბურთის პროფკავშირის დაფუძნება 28 ადამიანის იდეა იყო და გვინდა, ჩვენი ერთობა საერთო საქმეს წაადგეს. ამ ხალხს ჩენი ფეხბურთისთვის ბევრი გაუკეთებია და ვფიქრობ, კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლიათ. მიზანი კი ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების დაცვაა. ჩვენთვის გასაოცარი იყო ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელისგან იმის მოსმენა, რომ ლეგიონერების ჩამოყვანა უფრო იაფი უჯდებათ.
ჩვენი ამოცანა ქართული ფეხბურთის სამსახური და ნაკრებისთვის მოთამაშეების გაზრდა უნდა იყოს. ახლა კი ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთა 43 პროცენტი ლეგიონერია. მიმაჩნია, რომ, უხარისხო ლეგიონერების ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონატში მეტი ქართველი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს. არც ის მგონია სწორი შეფასება, რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე სუსტი რგოლი მწვრთნელები ვართ. არ მახსენდება წარმატებული ქართული გუნდი, სადაც წამყვარ როლში ქართველები არ იყვნენ, მაგრამ ეს გრძელი და რთული გზაა, ძვირიც და ამიტომ ბევრს არ მოსწონს. თუმცა ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე სასურველი გზაა“.
დავით ებრალიძე: „ქართველი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ხელშეკრულებების უმრავლესობა ფიფა-ს სტანდარტებთან შეუსაბამოა. სხვა პრობლემებიცაა, ამიტომ ჩვენი მიზანი კონტრაქტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში მოთამაშეებისა და მწვრთნელების მხარდაჭერა იქნება“.
გია გეგუჩაძე: „ბევრი ისეთი ადამიანია შემოსული ქართულ ფეხბურთში, რომელთა კვალიფიკაციაც კითხვებს ბადებს. ეს კი ჩვენი სფეროს განვითარებას არ ემსახურება. შესაძლოა, ბევრი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ჩვენ სპონტანურად არ შევკრებილვართ. პროფკავშირში გაერთიანება ბევრს სურს. როცა ვინმეს უფლებები ირღვევა, უნდა ვითანამშრომლოთ და გავძლიერდეთ“.
ქართული ფეხბურთის პროფკავშირის დამფუძნებლები არიან: გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი, რამაზ სვანაძე, კახა კაჭარავა, გია ცეცაძე, რევაზ გოცირიძე, უჩა სოსიაშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ვალერი გაგუა, ლაშა ნოზაძე, ლექსო ინწკირველი, დავით ჯანელიძე, ზურაბ მამალაძე, გაგა კირკიტაძე, გიორგი ონიანი, ჯაბა სამსონია, თამაზ ბოკერია, დავით კევლიშვილი, ლაშა ნოზაძე, კახა კაშია, გიორგი დეკანოსიძე, ოთაღ გაგნიძე, დავით გელაშვილი, ზურა მენთეშაშვილი, ზვიად ხეტიანი, გიორგი ჭელიძე, კახა მგელაძე, დავით ებრალიძე.
ლაშა თაბაგარი