ალექსანდრე იაშვილი: “მადლობა “ფონდ ქართუს” უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის”

0
29

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა “ფონდ ქართუს” მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“„ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც წლებია, ეს ბიჭები აკეთებენ, რომ მივსულიყავით ამ ისტორიულ შედეგამდე. მინდა, ჩვენი გუნდის, ნაკრების სახელით, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“ – აღნიშნა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავა “ფონდი ქართუსგან” 30 მილიონ ლარს მიიღებს. გარდა ამისა, პლეი-ოფის თითოეული შეხვედრის მოგებისთვის ჩვენი ეროვნული გუნდი ნახსენები საქველმოქმედო ფონდისგან იმავე თანხას მიიღებს.
ლაშა თაბაგარი