ჩემპიონმა ტურის ცენტრალური მატჩი მოიგო – ოქრიაშვილის დებიუტი

0
47

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური ბათუშში გამართული ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი „დინამო“ თბილისელ თანამოსახელეებს დაუპირისპირდა.
მატჩის 34-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მყოფი გიორგი წიტაიშვილის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია, მაგრამ ონორე გომისმა დაამატა და ამჯერად, „დინამოს“ კაპიტანმა თავისი გუნდი ვეღარ გადაარჩინა – 1:0. ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში მასპინძლების უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ტრავმირებული ალბანელი მცველის ვარდი მარას ნაცვლად თამაშში ნიკოლოზ მალი ჩართო. მე-40 წუთზე „დინამოს“ 16 წლის ტალანტი ვახტანგ სალია დაშავდა და მისი ადგილი გვატემალელმა ოსკარ სანტისმა დაიკავა. ტაიმის მიწურულს ბათუმელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ვლადიმერ მამუჩაშვილი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
67-ე წუთზე ჟან ვიქტორმა კარგი პასით სტუმართა საჯარიმოში გახსნილი ლევან კუტალია მოძებნა, რომელმაც ბურთი თავს ზემოთ წინ გამოსულ ლორიას გადაუგდო – 2:.0. კუტალიამ ბათუმელთა მაისურით პირველი გოლი მიითვალა.
თბილისელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი დებიუტი შედგა, რომელიც თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. 72-ე წუთზე ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილებს ანგარშში სხვაობის შემციურება შეეძლოთ, მაგრამ კართან ახლოს მყოფი ნიკა სიხარულაშვილის თავურის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და დემჩენკოს გუნდი 18 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. თბილისელებმა ბოლო 4 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს – 8 ქულით 10 გუნდში მე-6 პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი