საბა კვერკველია „ალ ახდუდი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გასავარდნ ზონაში დაქვეითდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. 27-ე ტურში „ალ ახდუდი“ სტუმრად „ალ ფაიჰას“ შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველსო ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ალ ახდუდი“ 24 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან გავარდნისგან ალბათ ვერაფერი იხსნის „გაბალას“, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის. 29-ე ტურში გაბალელები გასვლაზე „ზირესთან“ 0:4 დამარცხდნენ და 16 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე არიან.
პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში პოზნანის „ლეხმა“ თავის მოედანზე „პოგონს“ 1:0 აჯობა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა 63-ე წუთიდან ითამაშა. „ლეხი“ 48 ქულით 18 გუნდში მესამე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





