პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში „კრაკოვიამ“ ლოძის „ვიძევი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ. „კრაკოვია“ 28 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 31-ე ტურში „ლევანტე“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის „ბურგოსს“ ესტუმრა და ფრე ითამაშა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც წინა ტურში გააძევეს ორი ტაიმია ითამაშა. „ლევანტე“ 44 ქულით 22 გუნდში მეათეა.
იტალიის სერია B-ს 30 ტურში ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლი „კრემონეზე“ „სუდტიროლს“ ესტუმრა და თავის კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღო. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში არ იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. წაგების მერე, „კრემონეზე“ 56 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი





