ჩაკვეტაძის სასტარტო და გამარჯვება ბირმინგემში

0
50

ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „ქოვენთრისთან“ საშინაო მატჩში მეტოქის უხეშობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის მიღებული ტრავმა საბედნიეროდ მძიმე არ აღმოჩნდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დღეს „უოტფორდის“ სასტარტოში ითამაშა. 38-ე ტურში უოტფორდელები „ბირმინგემს“ ესტუმრნენ და 1:0 გაიმარჯვეს. ჩაკვეტაძემ 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 79-ეზე შეცვალეს. „უოტფორდი“ 48 ქულით 24 გუნდში მე-13 ადგილზეა.
აკაკი შულაიამ „ყიზილყუმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუეპრლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-3 ტურში „ყიზილყუმი“ გასვლაზე „ნასაფთან“ 1:2 დამარცხდა და ქართველმა გარემარბმა მეტოქის კარი 64-ე წუთზე აიღო, როდესაც მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. გიორგი კუხიანიძემ სტუმრებში 46-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო თემურ ჩოგაძე „ნასაფში“ 61-ე წუთზე გამოჩნდა.
ლაშა თაბაგარი