შოთა არველაძე „ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში სტუმრად „ტრაბზონსფორთან“ 1:5 მარცხის მერე განაცხადა, რაც კლუბის ვებგვერდმაც დაადასტურა. 51 წლის ქართველმა სპეციალისტმა „ქარაგიუმრუქი“ გასული წლის 23 დეკე,ბერს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატში 14 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო. თუმცა, არველაძემ „ქარაგიუმრუქი“ თურქეთის თასის 1/2-ფინალში გაიყვანა.
საქართველსო ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, „ქარაგიუმრუქამდე“ , თურქეთის „ქაისარს“, „ქასიმფაშას“, „ტრაბზონსფორს“, ისრაელის თელ ავივის „მაქაბის“, უზბეკეთის „ფახთაქორს“ და ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





