გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 თავდამსხმელმა თებერვალში „მეცის“ შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 მატჩში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





