მამარდაშვილის მოგერიება ტურში საუკეთესოა

0
54

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს. “ვალენსიამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 2:0 იგებდა, საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მეორე ტაიმში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯუდ ბელინგემმა მასპინძლების საჯარიმოში ერთი მცველი მოატყუა, რის შემდეგ შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა საუცხოო რეაქცია გამოავლინა და ბურთი ფეხით მოიგერია. მიმდინარე სეზონში მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მეორედ დაასახელეს. მანამდე, ასეთი პატივი წილად 21-ე ტურში შინ ბილბაოს “ატლეტიკთან” 1:0 მოგებულ მატჩში ხვდა.
გარდა ამისა, ამ სეზონში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ აღიარეს, ხოლო ერთხელ ტურის საუკეთესო მეკარედ მიიჩნიეს.
ლაშა თაბაგარი