ბელინგემი „ვალენსიასთან“ მატჩში დაბრუნდება

0
90

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ტრავმა მოირჩინა და უახლოეს მატჩში მოედანზე გასასვლელად მზადაა. ინგლისელი ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში 2 მარტს სტუმრად გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ გასამართ შეხვედრაში ითამაშებს.
„ის 100 პროცენტით მზადაა. მან ინდივიდუალურად საუცხოო იმუშავა და ყველაფერი წესრიგშია. მართალია, გუნდთან ერთად ცოტა ივარჯიშა, მაგრამ თავის საუკეთესო სათამაშო ფორმაშია. მას კოჭი არ აწუხებს და ითამაშებს“ – განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.
ბელინგემმა ტრავმა 10 თებერვალს „ჟირონასთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ის „რეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ყველა ტურნირში მადრიდელთა მაისური 29 მატჩში მოირგო, ხოლო მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი