“სამტრედიამ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე არგენტინელი ნახევარმცველი ერიკ ბარიოსი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელი შარშან არგენტინის რანგით მეორე დივიზიონის “გილერმო ბრაუნში” გამოდიოდა, სადაც 20 მატჩი ჩაატარა. ის 2018-2019 წლებში “რივერ პლეიტში” ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია. ამის შემდეგ სამი სეზონი ურუგვაის რანგით მეორე ლიგის “ხუვენტუდში” ასპარეზობდა, ხოლო ერთი სეზონი პერუს “აიაკუჩოში” გაატარა.
ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკiის გაწვრთნილი “სამტრედიას” შემადგენლობა ახალი სეზონისთვის ასეთია:
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი, ავთანდილ ლაბაძე.
მცველები: დავით უბილავა, ჯემალ ჩაჩუა, ზურაბ გიგაშვილი, გიორგი ქველაძე, ფილიპ ბოშკოვსკი.
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ერიკ ბარიოსი, მუროდალი ახნაზაროვი, დიტო ფაჩულია, ნიკო აბულაძე, ლაშა კვარაცხელია, ირაკლი ჭიაბრიშვილი, მალხაზ ჩიტაიშვილი, ომრან ჰაიდარი.
თავდამსხმელები: გიორგი გოგოლაშვილი, რევაზ ინჯგია, ვანო ჩარგეიშვილი.
“სამტრედია” პირველ მატჩს 2 მარტს სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი



