“ნაპოლიმ” „სასუოლო“ 6:1 გაანადგურა – ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ვიქტორ ოსიმენმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი რაჰმანის ანგარიშზეა.
ოსიმენმა „ნაპოლის“ ლეგენდების დიეგო მარადონას და ატილა სალიუსტროს მიღწევა გაიმეორა. კერძოდ, ნიგერიელი მათ შემდეგ მესამე ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში 10 ან მეტი გოლი გაიტანა. მარადონამ ეს 1984-1998 წლებში მოახერხა, ხოლო სალიუსტრომ – 1929-1933 წლებში.
ოსიმენმა 2020-2021 წლებში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო, 2021-2022 წლებში – 14-ჯერ, 2022-2023 წლებში – 26-ჯერ, ხოლო მიმდინარე სეზონში – 11-ჯერ.
ის „ნაპოლიში“ 2020 წლიდან გამოდის და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 12 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი



