გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისს“ ირანის ჩემპიონატში სამი ქულა მოუტანა. მე-18 ტურში „პერსეპოლისი“ სტუმრად „ზობ აჰანს“ შეხვდა და ქართველი მცველი წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მან თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. მიმდინარე სეზონში გველესიანმა ირანის პირველობაზე 5 გოლი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ „ზობ აჰანში“ კარიერას ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მცველი გრიგოლ ჩაბრაძე გააგრძელებს.
„პერსეპოლისი“ 36 ქულით 16 გუნდში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ესტეღლალს“ 3 ქულით ჩამორჩება. „ზობ აჰანი“ 25 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





