რიგობერ სონგი კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუელ ეტოომ განაცხადა.
“მან ამ გუნდს ბევრი რამ შემატა, მაგრამ ფეხბურთის კანონებია ისეთია, როგორიც არის…ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ, რის გამო ფედერაციის აღმასკომი და მე ვერ ვხედავთ მასთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას. მასთან არსებული ვითარება განვიხილე. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ” – იუწყება ეტოოს ნათქვამს France24.
წელს ჩატარებული აფრიკის თასის გათამაშებაზე კამერუნი 1/8-ფინალში ნიგერიასთან 0:2 დამარცხდა.
47 წლის სონგი კამერუნის ნაკრებს 2022 წლის თებერვლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 23 მატჩი ჩაატარა – 6 გამარჯვება, 8 ფრე და 9 მარცხი.
ლაშა თაბაგარი





