ერთა ლიგის C ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა – ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, რის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
მომავალი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე> 21 მარტს შედგება და საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში 26 მარტს ფინალში საბერძნეთსა და ყაზაზეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ფინალში მოგებული წელს გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი



