საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადების ეგიდით ისრაელელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, რომელიც ებრაელებმა 3:2 მოიგეს, ამჯერად სპარინგი უგოლოდ დასრულდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ორი ტაიმის მანძილზე რეალური საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა.
საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში ჯგუფში იტალიას, ჩეხეთსა და შოტლანდიას შეხვდება. მატჩები 20-26 მარტს იტალიაში ჩატარდება და ჯგუფის გამარჯვებული ჩრდილოეთ ირლანდიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველო – ისრაელი 0:0
28 თებერვალი. თბილისი. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი.
საქართველო: კურტანიძე (კოპალიანი, 46), სადღობელაშვილი, ნარიმანიძე (კ) (ბასილაძე, 79), ბუკია, ფაღავა (ჩიქოვანი, 79), გიორგი ცეცხლაძე, სამუშია (ტყეშელაშვილი, 79), მაშავა (ბერელიძე, 46), ლორთქიფანიძე, შეროზია (გეგუჩაძე, 46), ნიკა ცეცხ;ლაძე (ფრიდონიშვილი, 46),
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გაფრთხილება: ფაღავა (50)
მთავარი მსაჯი: ილია იზორია.
მატჩის ოქმი – საქართველო 0:0 ისრაელი
ლაშა თაბაგარი





