საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც მარტში გასამართი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, ისრაელთან ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბულ დაპირისპირებაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
34-ე წუთზე ბელაიმ კარგი პასით მასპინძლების მეკარესთან პირისპირ ოლი დატოვა, რომელმაც ბურთ ფეხი ვერ მოახვედრა, მაგრამ სამაგიეროდ თავით დაარტყა და კურტანიძის რეაქციის მიუხედავად გოლი მაინც გავიდა – 0:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში საქართველოს ნაკრების ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულებსი დროს ებრაელმა ფეხბურთელმა ბურთი კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა თამაშში მეორე ტაიმში ჩართულმა კოენიმ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:2. ამ ეპიზოდში ჩვენი გუნდის დაცვა შეცდა და მეკარეც მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა. 63-ე წუთზე ცოტნე ბერელიძემ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და ებრაელთა მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
81-ე წუთზე “ანორთოსისის” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდმა საბა სამუშიამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ისე მიიღო, რომ მცველი ჩამოიცილა და ძლიერი დარტყმით “ცხრიანში” გაიტანა. 84-ე წუთზე ებრაელთა საჯარიმოში მყოფი სამუშიას დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია და ლუკა ფრიდონიშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა.
მაისურიაძის შეგირდები იმავე არენაზე მეორე სპარინგს ისრაელთან 28 თებერვალს ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში ჯგუფში იტალიას, ჩეხეთსა და შოტლანდიას შეხვდება. მატჩები 20-26 მარტს იტალიაში ჩატარდება და ჯგუფის გამარჯვებული ჩრდილოეთ ირლანდიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მატჩის ოქმი- საქართველო 2:3 ისრაელი





