„ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასი მეათედ მოიგო

0
62

„ლივერპულმა“ არსებობის ისტორიაში ინგლისის ლიგის თასის მეათედ მოიგო. ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გამართულ მატჩში იურგენ კლოპის გაწვრთნილებმა „ჩელსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. შე4ხვედრის ძირითადი დროს 0:0 დასრულდა, ხოლო ერთადერთი გოლი 118-ე წუთზე ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანა. სხვათა შორის, მან „ჩელსის“ კარი მე-60 წუთზეც აიღო, მაგრამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ, გოლი გაუქმდა, რადგან ვატარო ენდო თამაშგარეში იყო. „ლივერპული“ ლიგის თასზე გამარჯვებათა რაოდენობით ლიდერია. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“, რომელიც ამ ჯილდოს 8-ჯერ ფლობდა, ხოლო მესამეზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ 6 გამარჯვებით.
კლოპმა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან“ წავა, ინგლისურ კლუბში მე-8 ჯილდო მოიპოვა, ხოლო სამწვრთნელო კარიერაში – მეცამეტე.  მისი თავკაცობით მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციციის თასი, ინგლისის ლიგის თასიი 2-ჯერ, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს. ის ხუთ ტიტულს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერთად დაეუფლა.
„ჩელსი“ პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ზედიზედ 6 სათასო ფინალი წააგო. 2019 წელს ლონდონელები ლიგის თასის ფინალში დამარცხდნენ, 2020 და 2021 წლებში – ინგლისის ასოციაციის თასის ფინალებში, ხოლო 2022 წელს – ლიგის თასის და ასოციაციის თასის ფინალებში.
„ჩელსის“, რომელსაც ამჟამად მაურისიო პოჩეტინო წვრთნის 2021 წლიდან მოყო;ებული „ლივერპულისთვის“ ზედიზედ 9 თამაშია არ მოუგია.
ლაშა თაბაგარი