ნილ უორნოკი შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ „აბერდინის“ მთავარი მწვრთნელად დანიშნეს. 75 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტს ხელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოაწერა.
უორნოკისთვის, რომელიც მწვრთნელად 40 წელიწადზეა მეტ ხანს მუშაობს, „აბერდინი“ მე-16 გუნდია. მან მწვრთნელის რანგში 2000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. უორნოკი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ჰადერსფილდს“ ავარჯიშებდა, რომლიდან 2023 წლის ოქტომბერში დაითხოვეს. ასევე, მას „მიდლსბრო“, „კარდიფი“, „ქუინზ პარკ რეინჯერსი“, „კრისტალ პალასი“ , „ლიდსი“ და „შეფილდ იუნაიტედი“ გაუწვრთნია.
უორნოკმა კარიერის განმავლობაში 7 სხვადასხვა გუნდი ქვედა ლიგიდან ზედაში 8-ჯერ დააწინაურა, რაც რეკორდია, რადგან მსგავსი რამ მის გარდა ჯეჯერობით ვერცერთმა მწვრთნელმა მოახერხა. მათ შორის უორნოკის გაწვრთნილი გუნდები ინგლისის პრემიერლიგაში 3-ჯერ აღზევდნენ.
ლაშა თაბაგარი





