ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

0
90

ნიკა ხპრხელი წყალტუბოს “სამგურალიდან” წავიდა და კარერას ისრაელის უმაღლესი დივიზიონის კლუბ იერუსალიმის “ბეითარში” გააგრძელებს. ამის შესახებ “სამგურალის” პრესსამსახური იუწყება.
“ბეითარმა” 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი უკვე წარადგინა. ხორხელმა გასულ სეზონში ,,სამგურალის” მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
“სამგურალში” გადასვლამდე ხორხელი 2 სეზონი ბოლნისის “სიონში” გამოდიოდა, სადაც 56 მატჩში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი