„ალ ნასრს“, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ გამოდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის რაფაელ ვარანის დამატება სურს, იუწყება Daily Star.
საუდის არაბეთის კლუბი მზადაა ფრანგ მცველს წელიწადში ხელფასის სახით 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. ვარანი მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო ინგლისურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერიდან“ წასვლას გეგმავს. თავის მხრივ 30 წლის ფეხბურთელის გაყიდვა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელებსაც უნდათ, რათა სახელფასო ხარჯი შეამცირონ, რადგან ვარანი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
ის „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2021 წელს მადრიდის „რეალიდან“ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ვარანმა მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში 21-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





