გერმანიის მეორე ბუნდესლიგის განახლების მერე, ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-2ო ტურში “კარლსრუემ”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის “ვეენი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჰელსეს ჩაწოდების შემდეგ ბურთს კარის შორეულ ძელთან მიასწრო, რის მერე ზუსტად დაარტყა – 1:0. მან მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 7 გოლი მიითვალა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 48-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ხუთ წუთში მატანოვიჩმა თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა. თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და კიდევ ერთი ბურთი 74-ე წუთზე გაუშვეს. ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს. “კარლსრუეს” 28 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





