კიტეიშვილი ავსტრიის თასის 1/2-ფინალშია

0
57

გრაცის “შტურმი”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/2-ფინალში გავიდა. გრაცელები 1/4-ფინალში ვენის “აუსტრიას” დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან ანგარიში ჰორვატმა მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-8 წუთზე თავი ბიერეტმა გამოიჩინა.
შეგახენებთ, რომ “შტურმი” ავსტრიის თასის მოქმედი მფლობელია – გასულ სეზონში ფინალში ვენის “რაპიდს” 2:0 აჯობა და კიტეიშვილმა გრაცელებთან ერტად პირველი ტიტული მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი