სევილიას „ბეტისმა“ თურქეთის „გალათასარაიდან“ თავდამსხმელი სედრიკ ბაკამბუ შეიძინა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 32 წლის თავდამსხმელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ბაკამბუსთვის ლა ლიგაში თამაში უცხო არაა, რადგან 2015-2018 წლებში „ვილიარეალში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 75 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
მიმდინარე სეზონში მან „გალათასარაის“ მაისურით ყველა ტურნირში 16-ჯერ ითამაშა და 2 გოლის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა. ბაკამბუმ კოტდივუარში მიმდინარე აფრიკის თასზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავის ანგარიშზე ერთი საგოლე გადააცემა ჩაიწერა. ტურნირის 1/4-ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დღეს გვინეას დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





