„ვილიარეალმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ბერტრან ტრაორე დაიმატა. ბურკინა-ფასოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ესპანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ტრაორე „ასტონ ვილაშსი“ 2020 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 62 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ბირმინგემელთა რიგებში მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





