“ბოტაფოგომ” სევილიას “ბეტისიდან” გარემარბი ლუის ენრიკე შეიძინა, რის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“ბოტოფოგომ” 23 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელში დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ტრანსფერი ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ლუის ენრიკემ რიო დე ჟანეიროელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. “ბეტისმა” ლუის ენრიკე 2022 წელს ბრაზილიის “ფლუმინენსედან” 8 მილიონ ევროდ იყიდა. მან მიმდინარე სეზონში ესპანურ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





