ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.
22-ე ტურში “ბორდომ” თავის მოედანზე გათამაშების ლიდერი “ანჟერი” ზურიკო დავითაშვილის წყალობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ლივოლანტის გდაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ერთი შეხებით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. დავითაშვილი 89-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი




