Calciomercato: კვარაცხელია და დე ლაურენტისი ხელფასზე ვერ თანხმდებიან

0
50

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხელფასზე ვერ თანხმდებიან, ირწმუნება Calciomercato.
ამჟამად, კვარაცხელია „ნაპოლიში“ წელიწადში 1,3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და იტალიის მოქმედ ჩემპიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
მხარეები მოლაპარაკებას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით აწარმოებენ. დე ლაურენტისი მზადაა კვარაცხელიას წელიწადში 4 მილიონ ევრომდე გადაუხადოს, ხოლო იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის აგენტი მამუკა ჯუღელი წელიწადში 7 მილიონს ითხოვს.
ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გაცილებით მეტი ხელფასი ეკუთვნის, ვიდრე ამჟამად აქვს.
ლაშა თაბაგარი