ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე წელს “კარლსრუეს” შემადგენლობაშსი ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ბუნდესლიგის მე-19 ტურში “კარლსრუე” სტუმრად ლიდერებში მყოფ “ჰამბურგს” შეხვდა და უხვგოლიან დაპირისპირენაში 4:3 გაიმარჯვა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე , როდესაც მიი გუნდი 2:3 აგებდა, ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო, მეურვეს ძალისმიერი ორთაბრძოლა მოუგო და ორ ფეხბურთელს შორის “გაძვრა”, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 3:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა. “კარლსრუემ” 27 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





