გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ იტალიაში სენსაცია გამოაცხო

0
63

„ემპოლიმ“, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე შეუერთდა, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში სენსაცია გამოაცხო.
დავიდე ნიკოლა გაწვრთნილი გუნდი გათამაშების ლიდერ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრა და ქულა აიღო. გოგლიჩიძე წინა ტურის მსგავსად განაცხადში იყო, მაგრამ მიი დებიუტი ისევ გადაიდო.
„იუვენტუსი“ მე-16 წუთზე კაცნაკლული დარჩა, რადგან პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი უხეშობისთვის გააძევს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 59-ე წუთზე ანგარიში ვლახოვიჩმა გახსნა. 70-ე წუთზე სტუმრებიდან გოლი ბალდანციმ გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„ემპოლი“ 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი