გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. მე-19 ტურში მეცელები სტუმრად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „ნიცას“ დაუპირიპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე პენალტიდან გესანმა გაიტანა.
„მეცმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





