შოთა არველაძემ „ვერონადან“ მცველი დაიმატა

0
55

თურქეთის „ქარაგიუმრუქმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის „ვერონადან“ მცველი კორაი გიუნტერი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
29 წლის წარმოშობით თურქმა, მაგრამ გერმანიის მოქალაქე ფეხბურთელმა „ქარაგიუმრუქთან“ საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან გასული სეზონის პირველი ნახევარრი „ვერონაში“ გაატარა, ხოლო 2023 წლის იანვარში „სამპდორიაში“ გადავიდა. გიუნტერმა შარშან იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მას ამ სეზონში ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.
ლაშა თაბაგარი