საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტ რაუნდში D ჯგუფში ბოლო მატჩი თბილისის სპორტი სასახლეში მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან ჩაატარა, რომელიც სენსაციურად 2:1 დამარცხა. მანამდე, პორტუგალიას ბოლო 7 წლის მანძილზე 42 შეხვედრაში არ წაუგია.
თუმცა, უეფამ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ გუნდს წაგება ჩაუთვალა, რის შესსახებ ნახსენები ორგანიზაციის ოფიცილური ვებგვერდი იუწყება. პორტუგალიელთა კარში ერთ-ერთი გოლი ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ჩიმბამ გააიტანა. უეფამ საქართველოს ნაკრებში ჩიმბას თამაში რეგლამენტის 38-ე მუხლის დარღვევად მიიჩნია და ტექნიკური მარცხი 0:5 ჩაუთვალა. შედეგად, ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, ხოლო უეფას რეიტინგში მე-9 ადგილიდან მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა.
შეგახსენებთ, რომ უეფამ საქართველოს ფუტსალის ნაკრები მანამდეც დასაჯა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტ რაუნდში პორტუგალიასთან და ფინეთთან ტექნიკური წაგება 0:5 ჩაუთვალა. უეფამ ეს გადაწყვეტილება პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე მიიღო. სასჯელის მიზეზად ნატურალიზებული მოთამაშეების წესის დარღვევა დასახელდა. კერძოდ, უეფა მიიჩნია, რომ საქართველო ნაკრებში ისეთმა ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა ითამაშეს, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ.
ლაშა თაბაგარი





