ლუკა სილაგაძე ლატვიაში დაბრუნდა

0
108

ლუკა სილაგაძე, რომელმაც გასული სეზონი თბილისის “საბურთალოში” გაატარა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასიც მოიგო, კარიერას ლატვიის “ლიეპაიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “საბურთალოს” პრესსამსახური იუწყება.
სილაგაძემ შარშან “საბურთალოს”შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მან საქართველოს თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
სილაგაძე “საბურთალომდე” თბილისის “ლოკომოტივში”, “რუსთავში” და ლატვიის “ვალმიერაში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი