“საბურთალომ” სამი ფეხბურთელი “ზლატე მორავცეში” გაანათხოვრა

0
46

თბილისის “საბურთალომ” მცველი გიორგი ჯინჯოლავა, ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი და თავდამსხმელი იური ტაბატაძე სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “ზლატე მორევცეში” გაანათხივრა. ამის შესახებ თბილისელთა პრესსამსახუი იუწყება:
“საბურთალოს 3 ფეხბურთელი: იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი სლოვაკეთის გუნდ ზლატე მორავცეში იჯარის წესით ითამაშებენ.
ჩვენმა ფეხბურთელებმა სლოვაკურ გუნდში თამაშები უკვე გამართეს. პირველ მატჩში, რომელშიც ზლატე მორავცემ ჩეხური ზლინი 1:0 დაამარცხა, ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს იური ტაბატაძემ და გიორგი ჯინჯოლავამ.
მეორე შეხვედრაში სლოვაკურმა გუნდმა ჩეხურ ბრნოს 2:0 აჯობა. ორივე გოლი პირველ ტაიმში იური ტაბატაძემ და ლევან ნონიკაშვილმა გაიტანეს. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჯინჯოლავაც”.
ლაშა თაბაგარი