ესპანეთის სუპერთასის მიმდინარე გათამაშები მეორე ფინალისტი „ბარსელონაა“, რომელმაც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში „ოსაუნა“ 2:0 დაამარცხა.
„ბარსელონადან“ 59-ე წუთზე ანგარიში პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო ერტილი ლამინ იამალმა დასვა.
16 წლის და 182 დღის ასაკსი იამალი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ესპანეთის სუპერთასზე გოლი გაიტანა. მან თანაგუნდელ გავის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 18 წლის და 163 დღის იყო, როცა ნახენებ ტურნირზე მეტოქისს კარი აიღო.
შეგახსენებთ, იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ვისაც ლა ლიგაში და ესპანეთის ნაკრებში გოლი გაუტანია, პლუს „ფურია როხას“ შემადგენლობაში თავი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გამოუჩენია.
ესპანეთის სუპერთასი ფინალში 14 იანვარს „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





