კვერნაძე იტალიის თასს გამოეთიშა

0
53

„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდი, იტალიის თასს გამოეთიშა. 1/4-ფინალში ეუებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდა და 0:4 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდს ამჯერად არ უთამაშია. მანამდე, მან იტალიის თასზე სამჯერ (ორჯერ სასტარტოში) ითამაშა.
უშუალოდ განვლილ მატჩს რაც შეეხება, „იუვენტუსმა“ შემდეგ ეტაპზე გასვლა პოლონელი ფორვარდის არკადიუშ მილიკი ჰეთ-თრიქით გაინაღდა, რომელმაც მეტოქის კარი მე-11, 38-ე და 48-ე წუთზე აიღო. ერთი გოლი თავის ანგარიშზე 61-ე წუთზე ილდიზმა ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი