მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაური, რომელსაც „კაიზერ ფრანცს“ უწოდებდნენ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც თავდაპირველად ნახევარმცველი იყო, ხოლო შემდეგ ცენტრალურ მცველად თამაშობდა, 1963-1977 წლებში მიუნხენის „ბაოერნში“ გამოდიოდა, 1977-1980 წლებში ნიუ იორკის – „კოსმოსში“ , ხოლო 1980-1982 წლებში – „ჰამბურგში“. ის 1983 წელს „კოსმოსში“ დაბრუნა.
ბეკენბაუერმა „ბაიერნში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 584 მატჩში 75 გოლი გაიტანა. მან „კოსმოსში“ 132-ჯერ ითამაშა და 22 გოლი შეაგდო, ხოლო „ჰამბურგში“ 38 მატჩი ჩაატარა.
ბეკენბაუერმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი 4-4-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა თასი – 3-ჯერ. „კაიზერ ფრანცი“ ბავარიელთა მაისურით თითოჯერ თასების მფლობელთა თასს და საკონტონენტთაშორისო თასს დაეუფლა. იგი „კოსმოსში“ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა, „ჰამბურგში“ კი გერმანიის ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვა.
ბეკენბაუერი დასავლეთ გერმანიის ნაკრებში 1965-1977 წლებში ასპარეზობდა და კაპიტანიც იყო – 103 თამაშში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო. ბეკენბაურმა გერმანიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 1972 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 1974 წელს მსოფლიო პირველობა მოიგო. გარდა ამისა, ის მსოფლიო 1966 წლის ჩემპიონატზე ვერცხლს დაეუფლა, 1970 წლის მუნდიალზე – ბრინჯაოს, ევროპის 1976 წლის ჩემპიონატზე კი – ვერცხლს. „კაიზერ ფრანცმა“ „ოქროს ბურთი“ ორჯერ მოიგო.
მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრები 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 4 წლის ადრე ფინალში დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





