„ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „სალერნიტანასთან“ საშინაო მატჩამდე გუნდი სასტუმროში ჩაკეტოს, რათა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია სხვა რამეზე არ გადაიტანონ და კარგად მოემზადონ.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,”ნაპოლის” ბოსებმა ასეთი ნაბიჯი მე-19 ტურში სტუმრად „ტორინოსთან“ 0:3 წაგების შემდეგ მიიღეს. ნეაპოელელებს ჩემპიონატში ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგიათ (2 მარცხი და 1 ფრე), ხოლო მანამდე თასიდან გავარდნენ.
მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი 19 ტურის შემდეგ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. ვალტერ მაცარის გაწვრთნილი გუნდი „სალერნიტანას“ 13 იანვარს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





